19:47 - 27 May, 2026
|
2024-07-31 11:16:59, 398 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლა“ ფუად შუქრის დაღუპვას არ ადასტურებს
"ჰეზბოლა" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ფუად შუქრის დაღუპვას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, როგორც "ჰეზბოლა" ამბობს, შუქრი თავდასხმისას შენობაში იმყოფებოდა. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და არის მოლოდინი, დაჯგუფების ლიდერი ცოცხალი იყოს. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს. ბეირუთი ისრაელმა გუშინ, 30 ივლისს დაბომბა. შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, "ჰეზბოლას" ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, "მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)