|
2024-07-30 10:00:19, 435 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ისრაელს აქვს უფლება, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოს
ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. კირბის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომხდარს "აბსოლუტურად გმობს". როგორც კირბი ამბობს, თავდასხმა "ჰეზბოლას“ მიერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად "ჰეზბოლა“ ამას უარყოფს. "ეს მათი რაკეტაა. ის გაშვებულია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებენ“,- განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ დიმპლომატიური გადაწყვეტისთვის ჯერ ისევ არსებობს დრო და სივრცე. ამასთან, როგორც მან დასძინა, ისრაელელ და ლიბანელ კოლეგებთან უწყვეტ დისკუსიებს აწარმოებს. "ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ვერცერთი ერი ვერ მოითმენს ისეთ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებსაც ისრაელელები აწყდებიან“,- აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა. ცნობისთვის, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)