20:34 - 27 May, 2026
|
2024-07-30 09:12:26, 381 ნახვა
მსოფლიო
ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებლის სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვოლგოგრადის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეჯახების შემდეგ, 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლებიც ყაზანიდან ადლერში მიემგზავრებოდნენ. ოფიციალური პირები გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. შეგახსენებთ, შემთხვევა, რა დროსაც რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა, გუშინ, 29 ივლისს მოხდა. შეჯახების შედეგად, რელსებიდან მატარებლის 8 ვაგონი გადავიდა. მატარებელში კი, ჯამში 800 მგზავრი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)