|
2024-07-29 16:34:11, 436 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო - როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობს
როგორც გენოციდის მომწყობმა ჰიტლერმა დაასრულა, ისეთივე დასასრული ექნება გენოციდის მომწყობ ნეთანიაჰუს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს პასუხი, ზუსტად ისე აგებენ პასუხს, ვინც პალესტინის განადგურებას ცდილობს". ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა X-ზე დაწერა, რომ “ჩვენი პრეზიდენტი [რეჯეფ თაიფ ერდოღანი] კაცობრიობის სინდისის ხმა“ გახდა. “საერთაშორისო სიონისტური წრეები, განსაკუთრებით ისრაელი, რომლებსაც სურთ ამ მართალი ხმის ჩახშობა, დიდ განგაშში არიან. გენოციდისა და მათი მომხრეებისთვის ისტორია ყოველთვის ერთნაირად სრულდება“,- წერს ჰაკან ფიდანი X-ზე. შეგახსენებთ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს შეადარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)