18:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 16:05:21, 347 ნახვა

საზოგადოება
ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა

ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ, მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს.

“ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.

ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს.

ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-გერმანიის და WWF- ავსტრიის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics