|
2016-02-17 20:09:52, 589 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უკრაინული დელეგაციის წევრები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბების, საკადრო პოლიტიკისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, უკრაინაში პრობაციის სამსახური ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად, უკრაინული დელეგაციისთვის ამ მხრივ ქართული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. „უკრაინელ მეგობრებს პრობაციის სისტემის რეფორმასთან და ზოგადად, არასაპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურდათ. გარდა ამისა, სამინისტროში სტუმრობისას ისინი ჩვენი სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. ხაზი გაესვა შინაპატიმრობას, როგორც არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთ სახეს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. უკრაინის პრობაციის სამსახურის უფროსის ოლეგ იანჩუკის განცხადებით, მათთვის ამ სფეროში საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია ძალიან საინტერესოა. „უკრაინაში პრობაციის კანონი 2015 წელს მივიღეთ, შესაბამისად, გვსურს საქართველოს გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. გარდა ამისა, სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები ინტერესით ისმენდნენ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა იანჩუკმა. უკრაინული დელეგაციის წევრები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსაც ეწვივნენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კი, მათთვის პრეზენტაცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა გამართა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)