|
2024-07-29 12:29:34, 312 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge-ს კიდევ ერთი ახალი კურსი დაემატა
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, “საქართველოს ბანკის“ უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმას ახალი კურსი დაემატა. კურსი, “როგორ დავთვალოთ სწორად“ საბუღალტრო-საფინანსო საკითხებს ფარავს და მას FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე უძღვება. კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებს თუ ხელმძვანელებს იმ ბუღალტრული და ფინანსური საკითხების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ვიდეო ლექციები შემდეგ თემებს მოიცავს:
“მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური და ბუღალტრული საკითხების მოწესრიგებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა გზით მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესების გამართვაში. ვქმნით საგანმანათლებლო კურსებს, ვატარებთ რეგულარულ შეხვედრებს და ციფრულ არხებში ვთავაზობთ შეღავათებს ტექნოლოგიურ პროგრამებზე. აღნიშნული ბიზნესკურსიც სწორედ ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩვენი ძალისხმევისა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესები და მივცეთ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. პლატფორმა მუდმივ რეჟიმში ახლდება და მომავალშიც არაერთ კურსს შევთავაზებთ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს“,- აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, “საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსის პლატფორმაზე უკვე 50-მდე უფასო კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომია. დარეგისტრირდით კურსზე “როგორ დავთვალოთ სწორად“ ამ ბმულის მეშვეობით ან შეარჩიეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ვებგვერდზე Businesscourse.ge.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)