|
2016-02-17 18:24:57, 426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური უშრთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო. ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის სპეციალური ვიზიტი საქართველოში, დავოსში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დაიგეგმა. „ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე - იმ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილნი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ. ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და „ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „ყაზტრანსგაზის" თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)