|
2024-07-25 15:04:06, 485 ნახვა
საზოგადოება
„TV მონიტორინგი“ - დიდუბის ავტოსადგურში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
"TV მონიტორინგის" ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდასხმა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. "გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო, "TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა "TV მონიტორინგის" ეთერში, 23 ივლისს გავიდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)