|
2024-07-25 14:44:51, 460 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო საჰაერო პატრულირება განახორციელეს
რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავებით ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Interfax-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თან ახლდნენ რუსული Su-30SM-ისა და Su-35S-ის ტიპის გამანადგურებლები. საჰაერო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების TU-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომდამშენების, ჩინეთის არმიის საჰაერო ძალების Hun-6k-ს ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებისგან, საჰაერო პატრულირებას ჩუკოტკის, ბერინგის ზღვისა და ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის წყლებზე ახორციელებდა. სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავებს პატრულირებისას სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, თუმცა მარშუტის მიმდინარეობის დროს თან ახლდა უცხო ქვეყნების ავიაგამანდგურებლები. „ღონისძიება ჩატარდა 2024 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის განხორციელების ფარგლებში და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)