|
2024-07-25 12:05:55, 432 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში 5 ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორში 5 ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. IDF-ის ცნობით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც "ჰამასმა" გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აიყვანა. მათივე ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ღაზაში მყოფი 120 მძევლის სიაში იყო შეყვანილი, რომელთა დაახლოებით, 1/3 ისრაელმა გარდაცვლილად, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების, დაზვერვის, დატყვევებული პირების დაკითხვის, ვიდეოჩანაწერებისა და გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების საფუძველზე გამოაცხდა. დაღუპულებიდან ერთ-ერთი 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, დანარჩენი 4 კი, ჯარისკაცი იყო. ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განცხადება გაავრცელა და ისრაელელ სამხედროებს მძევლების ცხედრების აღმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა, დაღუპულთა ოჯახებს კი სამძიმარი გამოუცხადა. “ჩვენი მოვალეობაა, სახლში მივიყვანოთ ყველა - ისინი, ვინც ცოცხლები არიან და ისინიც, ვინც ისრაელში დასაკრძალად უნდა დავაბრუნოთ“,- აღნიშნა ჰერცოგმა. შეგახსენებთ, ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი მთავრობა მძევლების გათავისუფლების ინტენსიურ მცდელობებში აქტიურად არის ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)