|
2024-07-24 16:59:16, 434 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - კულებას განცხადება კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ დამატებით განმარტებებს უნდა დაველოდოთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადება, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ, კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ დამატებით განმარტებებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე "უარი არასდროს უთქვამს". "რეალურად ვიცით პეკინიდან, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა ბ-ნ ვანგ ისთან შეხვედრაზე. მოგეხსენებათ, რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყოველთვის ინარჩუნებდა ღიაობას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ",- თქვა პესკოვმა. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრაზე თქვა, რომ "უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)