21:23 - 27 May, 2026
|
2024-07-24 12:24:24, 403 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება გუანჯოუში ჩინელ კოლეგას შეხვდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ვანგ ისთან ქალაქ გუანჯოუში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება, ასევე ჩინეთის შესაძლო როლის განხილვა, სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში იყო. „იყო ძალიან ღრმა და კონკრეტული საუბრები“,- უთხრეს ჟურნალისტებს უკრაინის დელეგაციაში და დასძინეს, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)