19:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 12:03:39, 329 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით იმსჯელეს.

მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, მათ შორის, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაცული ტერიტორიების დაარსება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის 13.3%-ს შეადგენს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები საქართველოში განსაკუთრებით მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემებით გამოირჩევა და აქ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ისტორიული პროცესია, რომელიც ამ რეგიონების ბუნების შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/ KfW) - "ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics