|
2016-02-17 15:50:52, 409 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-თურქეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება
"მსგავსი ფორმატი ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს კიდევ უფრო გააღრმავებს და მოგვცემს საშუალებას საერთო ინტერესების მქონე აქტუალური თემები მაღალ დონეზე განვიხილოთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მაგრამ შესაძლებლობების კიდევ გარკვეული პოტენციალი ჯერაც გამოუყენებელია. "თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ შეთანხმებით, ჩვენმა კერძო სექტორმა, ბიზნესმა, ამ მხრივი თანამშრომლობით უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოს", - აღნიშნა მინისტრმა. ჯანელიძეს თქმით, საუბრისას მათ დიდი ყურადღება ენერგეტიკულ საკითხბეზე თანამშრომლობას დაუთმეს. "ვისაუბრეთ სატრანსპერტო დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისადმი საჭირო ღონისძიებების ჩატარებაზე და აღვნიშნეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს მომავალში ამოქმედების აუცილებლობაც", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო-თურქეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)