08:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 11:36:31, 424 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზე

ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა. მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი. ასევე, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ასევე მზარდია გზავნილებიც. მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს დაახლოებით იმავე ნიშნულზეა. "თიბისის" ოპერატიულ მონაცამებზე დაყრდნობით, სავალუტო შემოდინებები და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ივლისშიც მაღალია. თავისთავად, აღნიშნული ლარის გაცვლით კურსზეც აისახა ისევე, როგორც ე.წ. სენტიმენტების მიმდინარე შეფასება და საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის გარკვეული დასუსტება.

საპროგნოზო პარამეტრების კუთხით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია. ამასთან, ბუნებრივია სენტიმენტების ცვლილებაც მნიშვნელოვანია და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალურო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, ვინარჩუნებთ დიდწილად ნეიტრალურ საბაზო სცენარს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics