|
2024-07-22 10:53:29, 376 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე - ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა. "სხდომის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების სტრატეგიისა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხზე. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)