21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 15:34:50, 355 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო გამოცემამ Euromoney „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, "თიბისი", ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. "თიბისიმ" აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.

წლის განმავლობაში "თიბისიმ" მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა,  ლოიალობის პროგრამა - ერთგული და სხვა.

„ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემამ Euromoney "თიბისი" საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. "თიბისის" მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "თიბისის" საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება",  - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი.

"თიბისიმ" მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. "თიბისის" მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics