|
2024-07-19 15:43:44, 537 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ბასლაინზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მოტოციკლს ან/და მოპედს მიანიჭოს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტის 77 ხმით მიიღო - სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოავარიების შემთხვევებისა და შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)