21:34 - 26 May, 2026
|
2024-07-19 15:04:08, 473 ნახვა
საზოგადოება
IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო, მსოფლიოში 1 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
მსოფლიოში 1 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი ასევე იტყობინება, რომ მისი ონლაინ რეგისტრაცია (check-in) ამჟამად არ მუშაობს. გერმანულმა ავიაკომპანიებმა Lufthansa-მ და SAS Airline-მა განაცხადეს შეფერხების შესახებ. Lufthansa-მ თქვა, რომ ჯავშნების მიღება, შესაძლოა, შეზღუდული იყოს. SAS ამბობს, რომ მისი სერვისები სრულად ფუნქციონირებს, მაგრამ "ტექნიკური საკითხები" გავლენას ახდენს მის დაჯავშნაზე. პრაღის აეროპორტი ასევე დაზარალდა შემოწმების სისტემის გათიშვით და ზოგიერთი რეისი დაგვიანდა. შვეიცარიის უმსხვილესი აეროპორტი ციურიხში ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავებს ვერ იღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)