|
2024-07-19 14:45:40, 330 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა - შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. “კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)