|
2024-07-19 13:19:59, 337 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა
"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. "ქართულმა მხარემ კოლეგებს "საქართველოს რკინიგზის" შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას. როგორც ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის "ერთი სარტყელი - ერთი გზა" განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა. შეხვედრისას ჩინეთის მხარემ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ, შუა დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაციის, ტარიფების გამჭვირვალეობისა და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შექმნილ ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal-თან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზედაც "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)