22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 16:18:05, 455 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭოს 88-ე შეხვედრას უმასპინძლა

16-18 ივლისს, "საქართველოს ფოსტამ", საქართველოში, კერძოდ თბილისში, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union), მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) საბჭოს 88-ე შეხვედრას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

მათი ცნობით, როგორც "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ფონდის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უკვე განხორციელებული და სამომავლო პროექტები. 

"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნუგზარ ბრეგვაძე, "საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო და საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის არსებობის მანძილზე, საქართველო, საბჭოს  თავმჯდომარედ პირველად დასახელდა.    

საქართველოსთან ერთად, მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდის (Universl Postal Union Quality of Service Fund) წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები: ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, საუდის არაბეთი, ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, ინდოეთი, კოტ-დ ივუარი.  

მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდი, უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში საფოსტო სერვისის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა საფოსტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics