|
2024-07-18 13:56:23, 364 ნახვა
საზოგადოება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ. "კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ონკოლოგიური მიმართულებით გატარებული ცვლილებებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სერვისები მათთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა. თოდუას კლინიკაში, მინისტრთან და სომხეთის დელეგაციასთან ერთად, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)