22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 11:28:24, 341 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, სასადილო, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

„ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics