|
2024-07-17 14:23:51, 351 ნახვა
საზოგადოება
კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება
კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო. "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ვენახების მორწყვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყლის მიყვანა თავად უწევდათ. დღეს კი, წყლის დანაკარგის გარეშე რამდენიმე ფერმერი ერთდროულად რწყავს ვენახს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები ჭებით მოეწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 4.5 მლნ ლარი. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)