22:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 11:19:58, 334 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვა - კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტი - "ჯარის ბანაკი" აქტიურად მიმდინარეობს. საზაფხულო ბანაკი მორიგ ნაკადს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კოჯორში იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც.

"ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებში გადანაწილებულ მოსწავლეებს დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. გუნდური შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.

პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს. 

პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics