23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 15:44:30, 397 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ქართველმა სამხედროებმა  სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს. 

"+78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში  II ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის  სერჟანტი დავით უძილაური გახდა.

სპორტული შეჯიბრებები ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში - სარაევოში გაიმართა”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics