23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 17:32:47, 634 ნახვა

საზოგადოება
დაგეგმილი ღონისძიების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

“დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics