06:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 09:43:52, 845 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - ნატოს სამიტი ალიანსში გაწევრიანების გზაზე უკრაინის კავშირებს გააძლიერებს

ნატოს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი და წარმატებული უკრაინა საუკეთესო პასუხია კრემლის აგრესიაზე,  მოკავშირეები კი, გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“,- აღნიშნა ბლინკენმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics