00:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 22:04:16, 549 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - ანგელა მერკელი კანცლერი რომ ყოფილიყო, პუტინი ომს არ დაიწყებდა

მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე უნგრელებმა და თავად რუსებმა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ანგელა მერკელი კანცლერი რომ ყოფილიყო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს არ დაიწყებდა.

„ვიცი, რომ რუსები განსხვავდებიან ჩვენგან, განსხვავებული ინსტინქტები და შეხედულებები აქვთ. განსხვავებული კულტურა, თავისუფლების განსხვავებული გაგება და ასევე განსხვავებული გაგება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტის. მერკელი იცნობდა მათ. ის რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა. მას არ ესმოდა ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics