01:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 09:58:59, 472 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის არჩევნებში პირველი ადგილი მემარცხენეთა ალიანსმა, მეორე მაკრონის კოალიციამ, მესამე ლე პენის „ეროვნული გაერთიანებამ“ დაიკავა

საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე პარტიების კოალიციამ, სახელწოდებით "ახალი სახალხო ფრონტი" მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, "ახალმა სახალხო ფრონტმა" პარლამენტში 182 მანდატი მოიპოვა. 

უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 მანდატით, ხოლო მესამე და ბოლო ადგილი დაიკავა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ", რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.

აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი ცენტრისტული ალიანსი "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics