10:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 17:28:21, 418 ნახვა

პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: ჩემს მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს

"ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა", - ამის შესახებ მაესტროს მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა.

როგორც გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა, ის მოითხოვს, რომ, სანამ დევნაზე მისი განცხადების თაობაზე გარემოებები არ დადგინდება, მანამდე ყველა კრების ოქმი შეჩერდეს.

"ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ამოცანა არის ის, რომ 19 თებერვალს, როდესაც დანიშნულია კრედიტორთა კრება, მე არ ვიყო დირექტორი. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ამ პროცესში სასამართლოც მონაწილეობს, პირდაპირ კი ამას აკეთებს გაჩეჩილაძეების მხარე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ 48 საათის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილოს საჩივარი, ორივემ მიიღოს გადაწყვეტილება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს, რეესტრმა კი სასწრაფოდ განიხილოს ეს ყველაფერი და პარასკევს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე აღარ ვიყო დირექტორი.

ამის ეჭვი მაქვს. ჩემს მიმართ მიმდინარეობს დევნა და სასამართლოს ვთხოვ, ყველა ოქმის შეჩერებას, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა. ლევან გაჩეჩილაძეს სურს, რომ ის გახდეს დირექტორი და ჩაშალოს ყველაფერი, რაც "მაესტროს" რეაბილიტაციისთვის არის საჭირო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics