00:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 16:15:23, 590 ნახვა

საზოგადოება
თბილისში წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, წელს 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია აღნიშნული ბაღების მთლიანი ღირებულების ნაწილის ანაზღაურება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარში მოსკოვის გამზირზე უკვე გაიხსნა ერთი ახალი ბაღი, სადაც სასწავლო-სააღმზრდელი პროცესი 500-მა ბავშვმა დაიწყო.

რაც შეეხება ბაღებს, რომელთა გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება, ესენია მანჯგალაძის, კრწანისის, მიტინგის, ონაშვილის, ბოჭორიშვილის ქუჩებზე, ასევე ფონიჭალაში მდებარე ბაღები. აღნიშნული ბაღების ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მათი ინვენტარიზაციისა და აღჭურვის პროცესი.

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics