|
2016-02-16 14:43:08, 537 ნახვა
საზოგადოება
„საგანში ეროვნული იდენტობის შემლახველი თემები არ არის შეტანილი“ - „მე და საზოგადოების“ კვლევის ავტორი
„ამ საგანში არანაირი ეროვნული იდენტობის შემლახველი თემები საერთოდ არ არის შეტანილი“, - ამის შესახებ „მე და საზოგადოების“ კვლევის ავტორმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, კვლევა შარშან ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჩატარდა და მისი ანალიზი ახლა მოხდა. მისივე თქმით, მშობლებმა მზაობა გამოთქვეს საგნის სწავლებასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საჭირო და აქტუალურია. „მოგეხსენებათ განათლების სამინისტროს ინიციატივის საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვასთან დაკავშირებით. ამ საგნის განხილვა და სტანდარტთან დაკავშირებული საკითხები თავიდანვე გახდა დიდი ინტერესის საგანი და დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კვლევა შარშან ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჩატარდა და მისი ანალიზი ახლა მოხდა. კვლევა ჩატარდა დაწყებითი საფეხურის სკოლის პედაგოგებში, ასევე მოსწავლეთა და მშობელთა ნაწილში. მშობლებმა მზაობა გამოთქვეს საგნის სწავლებასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საჭირო და აქტუალურია და ასევე ის თემები, რომლებიც ამ საგანში უნდა შეიტანონ. განსაკუთრებით გამოვყოფდი შემდეგ თემებს: ოჯახის წევრების მიმართ ურთიერთპატივისცემას, საქმიანობების გადანაწილება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, პირადი ჰიგიენა, შემწყანებლობა, თანასწორი უფლებები და ა.შ. ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება განათლების სამინისტროს და იმ ექსპერტთა ჯგუფებსაც, რომლებიც მუშაოებენ ამ სტანდარტზე. ამ თემების პრაქტიკული საჭიროებები ვლინდება სკოლებში. პირველ რიგში ეს საგანი ემსახურება ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბებას და ასევე მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას საბოლოო ჯამში. აქ არანაირი ეროვნული იდენტობის შემლახველი თემები საერთოდ არ არის შეტანილი. კითხვას დავსვამ. როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე და ჭკუათმყოფელი ადამიანი იყოს იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ისეთი თემები როგორიც არის პირადი ჰიგიენა, როგორ სწორად გაანაწილონ სწავლების და დასვენების დრო, ლაშქრობაში რომ წავლენ ხანძარი, რომ არ გააჩინონ და ა.შ. რა არის ამ თემებში ისეთი რაც ეროვნულ იდენტობას ლახავს? ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ პირიქით კარგია ეს ვასწავლოთ დაწყებით საფეხურებზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)