|
2016-02-16 10:03:29, 425 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება ბესელიამ გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდნენ. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კარგია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრება დეპუტატებისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების შეხვედრას, თუმცა მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს იმ პირის დასაცავ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ. "როდესაც პრეზიდენტის მიერ, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როგორიც არის შეწყალების კომისია, ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს და შემდეგ ის თავს უფლებას აძლევს და პოლიტპატიმრების მიმართ ასეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს ამ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ, და ვამბობთ, რომ ეს ადამიანი პატიოსანი კაცია და ტყუილს არ იტყვის, აქ ორმაგი სტანდარტის პრობლემაა", - განაცხადა ბესელიამ და განმარტა, რომ პრეზიდენტს გულისხმობს.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)