09:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 13:12:12, 612 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის   რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის  „ტყიბულის მთის ჩაი“  ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კომპანია წარმოებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას  როგორც  ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე  2024 წლის ბოლოდან გეგმავს.
„კომპანიის გეგმებშია საწარმოს ტერიტორიაზე ჩაის კულტურის ცენტრის შექმნაც.   

აღსანიშნავია, რომ შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ სოფლის განვითარების პროგრამების ბენეფიციარია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ „ქართული მთის ჩაი“ 19,1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა, ხოლო ტექნიკური დახმარების პროგრამით მიღებული თანადაფინანსებით, ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დანერგა.

საქართველოს მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 3,5 მლნ ლარით დაფინანსებულია 1,708 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია; მათ შორის, იმერეთის რეგიონში - 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში ჩაის გადამუშავების მიზნობრიობით 10, 1 მლნ ლარის ღირებულების 63 სესხია გაცემული“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics