|
2024-06-20 11:53:24, 315 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გორში ოლიმპიური გარბენი გაიმართება- ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკია“
23 ივნისს, ოლიმპირ დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, ოლიმპიური გარბენი გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური დღე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ კი 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა. შარშან, თამაშებში 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წელს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშებში“ შეჯიბრებები გაიმართება მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში. მასობრივ ოლიმპიურ გარბენში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) მიერ, ქალებსა და მამაკაცებს შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს კი ფულადი ჯილდოები გადაეცემა.
ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ. გარბენში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტები, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)