09:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 15:48:43, 472 ნახვა

საზოგადოება
სემეკი - წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სემეკის ცნობით, გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.

"გეგმური სამუშაოები განახლდება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდეგ ნომერზე: 16 216", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics