10:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-18 11:46:43, 394 ნახვა

ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა

მაისის წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებელი, აპრილთან შედარებით, გაიზარდა, რაც ძირითადად სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების შედეგი იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უკვე სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც, "თიბისის" არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, 14 ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით ტურისტულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თავისთავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გასული თვეების მსგავსად, ზრდა კვლავ მაღალია. მიგრაციის ეფექტისა და გზავნილების კუთხით, დინამიკა მოლოდინების შესაბამისია და რაიმე მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.

აღნიშნული, უფრო მეტი დამაჯერებლობით მიუთითებს ჩვენს ბოლოდროინდელ შეფასებაზე, რომ ლარის კურსზე ზეწოლა სენტიმენტებით იყო გამოწვეული, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების არასაკმარისი ოდენობით, რაც სავალუტო ბაზარზე იმოქმედებდა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის ჩვენი დიდწილად ნეიტრალური მოლოდინის მხრივ, შედარებით უფრო გამყარების არგუმენტები გამოიკვეთა, ისევე როგორც, შეიძლება ითქვას, 2024 წლისათვის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იანი მაჩვენებლის კუთხითაც. 

ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება დაფიქსირდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გასული წლის ამავე პერიოდში დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელებულმა დიდი მოცულობის ტრანზაქციამ შეიტანა. ამავდროულად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი წლიურად 13.2%-ით, ხოლო, შემცირებული ინფლაციის ფონზე, რეალურ გამოხატულებაში 12.9%-ით გაიზარდა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006368-weekly-update-from-the-chief-economist.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics