10:25 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 14:24:31, 344 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ - ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებელი

"თიბისი", ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა.

ნომინაციაში, "თიბისისთან" ერთად, წარდგენილნი იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Beltone Leasing and Factoring, CaixaBank, TEB Faktoring და სხვები.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, წელს ჯილდო ინდუსტრიის იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებიც ძლიერი ფინანსური შედეგებით გამოირჩევიან და რომლებმაც შეძლეს გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოში.

ჟიურიმ გამარჯვებულები შეაფასა არა მხოლოდ კომპანიის ზომისა და მომგებიანობის, არამედ ინოვაციურობის, გეოგრაფიული დაფარვის, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის, მდგრადობის, მომხმარებლების კმაყოფილებისა და მოქნილი მომსახურების მიხედვით.

"თიბისის" პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. 2023  წელს პროდუქტი "თიბისის" ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. ფაქტორინგის ბაზრის 68%-იანი წილით, "თიბისი" საქართველოში ლიდერი ბანკია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics