|
2024-06-15 17:06:03, 794 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ზელენსკის დროს ახალი „მინსკი“ ან „ბუდაპეშტი“ არ იქნება
ზელენსკის დროს ახალი „მინსკი“ ან „ბუდაპეშტი“ არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში განაცხადა. ერმაკის თქმით, უკრაინა თავის პოზიციას მშვიდობის ხედვასთან დაკავშირებით, არ ცვლის. "უკრაინა არ ცვლის თავის პოზიციას მშვიდობის ხედვასთან დაკავშირებით, ის უცვლელი დარჩა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ", - აცხადებს ერმაკი. როგორც ერმაკმა აღნიშნა, უკრაინა უკრაინა სამშვიდობო სამიტზე აბსოლუტურად მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს და მოელის, რომ მონაწილეები შეთანხმდებიან ერთობლივ გეგმაზე, რომელიც მომავალში რუსეთს გადაეცემა განსახილველად. "რა არის ჩვენი ძალა? ჩვენ ძალიან პრინციპულები ვართ და არ ვცვლით ჩვენს პოზიციას. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დროს, არ იქნება შეთანხმებები ისეთი სახით, როგორიც იყო მინსკის, ან ბუდაპეშტის, რომელმაც არ მოგვცა გარანტიები", - განაცხადა ერმაკმა. შეგახსენებთ, უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)