05:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 16:15:29, 443 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ქუვეითში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში, მუშათა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვიცე-პრემიერ შეიხ ფაჰად იუსუფ საუდ ალ-საბაჰზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პასუხისმგებლობა უძრავი ქონების მფლობელებს ეკისრებათ.

„სამწუხაროდ, უძრავი ქონების მფლობელების სიხარბე იწვევს ასეთ საკითხებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics