|
2024-06-11 09:59:36, 342 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. „სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი კი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს. შეხვედრაზე, დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა რათა, პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული. სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე - მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)