|
2024-06-11 09:14:24, 711 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს საღამოს ბერლინში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენეციაში და მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართავს. "რუსული საჰაერო ტერორის პირობებში, გადაუდებელი გადაწყვეტილებები უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ ოლაფ შოლცთან შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ასევე მედიის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასთან, ასევე ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იწვრთნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)