|
2024-06-07 18:56:51, 691 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს
უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. „ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მოკვლას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ უფლება გაქვს თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)