|
2024-06-05 14:54:40, 554 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6-8 ივნისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა - დღის მეორე ნახევრიდან, სითბოს ფონზე, აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. მათივე ინფორმაციით, 7-8 ივნისს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. "თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 7-8 ივნისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 ივნისს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)