22:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 12:15:31, 655 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარების სამუშაო შეხვედრები გაიმართა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით "ლოპოტაზე" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ექსპერტი დაფირ კრამერი, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტი უძღვებოდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს  სტრატეგიის ზოგადი პრინციპები და  აღნიშნულის კონტექსტში გაანალიზეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

 ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ბატონმა ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics