|
2024-06-02 18:57:06, 686 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეერთებულმა შტატებმა უნდა მოგვცეს ნება, რუსეთში სამხედრო ბაზებს ATACMS-ის რაკეტებით დავარტყათ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მისცეს უფლება, რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიშის განსახორციელებლად შორ რადიუსიანი ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს. ზელენსკიმ სინგაპურში მიმდინარე "შანგრი-ლას დიალოგის" უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან დართო უკრაინელებს ნება, გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული ნებართვა შორ მანძილზე მოქმედ აღჭურვილობასაც უნდა შეეხოს. "ეს [ნებართვა] საკმარისია? - არა. რატომ? იმიტომ, რომ მე მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, რომლიდანაც რუსეთი მუდმივად ისვრის მშვიდად, რადგან იცის, რომ უკრაინა ვერ უპასუხებს, რადგან განა მას არ აქვს შესაბამისი სისტემები, არა, არამედ ნებართვები", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)