07:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 11:52:12, 501 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური - ცეცლხსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დავაკავეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ  ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics